ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო, ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი

„რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?” – ამ შინაარსის ემოციურ პოსტს აქვეყნებს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე და ბიძინა ივანიშვილის მორიგ საქველმოქმედო ნაბიჯს ეხმიანება. როგორც ჩიბურდანიძე აღნიშნავს, ივანიშვილის ქველმოქმედება გასაკვირი არაა, მაგრამ დღეს საოცრება მოხდა, როცა მან იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეიძინა და ის საქართველოს უსახსოვრა.
„დღევანდელი დღის ემოცია დიდხანს გვემახსოვრება. იოანე ზოსიმეს ხელნაწერი შეუფასებელია საქართველოსთვის, ამიტომ, გული მოგვიკვდა, როდესაც გავიგეთ, რომ გაიყიდა. არავინ ვიცოდით, თუ რა სიურპრიზი გველოდა.
ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედების არ გვიკვირს, მაგრამ დღეს საოცრება იყო. ცრემლებამდე მიგვიყვანა ქართველი ხალხი ჯერ ხელნაწერის გაყიდვით გამოწვეულმა ტკივილმა და შემდეგ ამ ამბით გამოწვეულმა სიხარულმა. მადლობა ძალიან ცოტაა ჩვენგან იმ პიროვნებისადმი, რომელმაც ამდენი რამ გაიღო ქვეყნისთვის.
რა დავიმსახურეთ ასეთი ქართველმა ხალხმა, რომ უფალმა ეს ადამიანი გვაჩუქა?” – წერს თამარ ჩიბურდანიძე.
Previous: არ არსებობს ამაზე დიდი ეროვნული საქმე, არ მომხდარა ბოლო პერიოდში ამაზე დიდი ეროვნული მოვლენა, საქართველოს განუმეორებელი იოანე ზოსიმე უბრუნდება

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – რუსეთის ხელისუფლებამ აწარმოა პოლიტიკა, რომელმაც შედეგად მოიტანა ტერიტორიების ოკუპაცია, ამასთან დაკავშირებით ძალიან მკაცრი პოზიცია გვაქვს, როდესაც ადამიანები ცდილობენ, პოლიტიკა გადაიტანონ ხალხთაშორის ურთიერთობებში, ეს არის უბრალოდ შეგნებული ნაბიჯი საკუთარი ქვეყნის ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ

თამარ ჩიბურდანიძე: გეორგიევსკის ტრაქტატის დროს საქართველოს მთლიანი მოსახლეობა 740 000- მდე იყო დასული, ხოლო ტრაქტატის შემდეგ, ერთ საუკუნეში 2 მილიონს გადააჭარბა. დიახ, ერეკლე მეფემ გადაარჩინა ქვეყანა “ფიზიკური წყვეტისგან”