ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში – ირაკლი კობახიძე

ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში – ირაკლი კობახიძე
ბიძინა ივანიშვილზეა დამოკიდებული, როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით საუბარი ჯერ არ ჰქონიათ.
„რაც შეეხება ბატონი ბიძინა ივანიშვილის ჩართულობას საარჩევნო პროცესებში, ეს არის მასზე და მის ხედვაზე დამოკიდებული. ჯერჯერობით ჩვენ არ გვქონია საუბარი საარჩევნო კამპანიის დაგეგმვის სპეციფიკასთან დაკავშირებით. ბუნებრივია, გვექნება შეკრებები და დაიგეგმება საარჩევნო კამპანია. გავიმეორებ, მასზე იქნება დამოკიდებული, თუ როგორ ხედავს საკუთარ თავს საარჩევნო კამპანიის პროცესში. დაველოდებით, მის მოსაზრებებს“, – განაცხადა კობახიძემ.
რაც შეეხება კითხვას, ვინ არიან მთავრობის წარმომადგენლები, ვისთანაც ბიძინა ივანიშვილი ხაზზე იყო, კობახიძემ აღნიშნა, რომ მას და კახა კალაძეს ჰქონდათ კომუნიკაცია.
„დაახლოებით შეგიძლიათ, ივარაუდოთ სამთავრობო და პარტიული იერარქიიდან გამომდინარე. მე მქონდა მასთან კომუნიკაცია, კახი კალაძეს და შეგიძლიათ, ივარაუდოთ პარტიული სამთავრობო იერარქიის მიხედვით“, – აღნიშნა კობახიძემ.
Next: უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირების შემდეგ პოლიტიკური სუბიექტების ირიბად დაფინანსება შემცირებულია, თუმცა თითოეულ ასეთ პრეცედენტს ბოლომდე უნდა გავყვეთ

ასევე დაგაინტერესებთ

დავით ქართველიშვილი ცისტური ფიბროზის მქონე პაციენტების მკურნალობის პროგრამაზე: ჯანდაცვის სისტემის ეფექტიანობა პროგრამის მასშტაბურობით კი არა, სახელმწიფოს უნარით იზომება, არ დატოვოს მედიცინის მიღმა ათეულობით ოჯახი მხოლოდ იმიტომ, რომ მკურნალობა ძვირადღირებულია

ირაკლი კობახიძე – 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში განხორციელდა ცვლილებები, სოციოლოგიური კვლევების თანახმად, სასამართლოს მიმართ ნდობა არის ფუნდამენტურად გაზრდილი, ეს არის ობიექტური მოცემულობა