არქივი6 მარტი, 2025, 18:41
"ბიძინა გუჯაბიძე, ვიდრე შენ ახალგაზრდებს ამეცადინებ, რატომღაც შენ მაგივრად მე მაცნობეს, რომ მეორედ დაგიმსახურებია 5000 ლარიანი ჯარიმა" (ვიდეო)

"ბიძინა გუჯაბიძე, ვიდრე შენ ახალგაზრდებს ამეცადინებ, რატომღაც შენ მაგივრად მე მაცნობეს, რომ 2 მარტს, გურიის სამაშველო აქციიდან პირდაპირ რუსთაველის აქციაზე მისულს ადმინისტრაციული წესი დაგირღვევია და მეორედ დაგიმსახურებია 5000 ლარიანი ჯარიმა.
პ.ს. ოქმის გადმოცემა მოხდა ჩემთვის სრულიად გაუგონარი და დაუშვებელი ფორმით.
...
1.55- უცხო ზარი ვინმე მინდია კახიძისგან. მესენჯერით ვმუშაობდი კოლეგასთან. ვიდრე აღება შევძელი, გაითიშა.
1.56- იგივე ზარი: - ქალბატონო მარინა, მისამართზე ვარ, გზავნილი უნდა გადმოგცეთ. მე: რა გზავნილი? ის: გამოხვალთ და ნახავთ, რაც არის. (ისევ თვითონ თიშავს).
არანაირ გზავნილს არ ველოდები. ვურეკავ ქალიშვილს, რამე ხომ არა აქვს გამოწერილი მარაზიიდან. ვაგრძელებ მუშაობას კოლეგასთან ერთად.
2.44 - ჩემდა გასაკვირად ისევ ის მინდია რეკავს (ამდენი ხანი ჭიშკართან მიცდიდა თურმე ოთხი კაცი): მოკლედ, პოლიციიდან ვართ და ოქმი უნდა ჩაგაბაროთ. მე: კი მაგრამ, ახლა მეუბნებით მაგას? ის: გამოხვალთ? მე: გამოვალ, რა თქმა უნდა...
დანარჩენი ვიდეოში ნახეთ!" -წერს სოციალურ ქსელში ალპინისტის, მეკლდეურის ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე, ენათმეცნიერი მარინე ბერიძე.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მარტი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.