პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

“ბიძინა არიფია სინამდვილეში” – ჩერგოლეიშვილი

“ბიძინა არიფია სინამდვილეში” – ჩერგოლეიშვილი

“ფედერალისტების” თანადამფუძნებელი, თამარ ჩერგოლეიშვილი:
ქოცებო გადმოდით ნათელ მხარეს და ჩვენთან ერთად შეცვალეთ სტატუს კვო.
აი რა უნდოდა? რატომ ჩააგაგდოთ ამ დღეში ივანიშვილმა.
ვინც ჯერ ვერ მიმხვდარხართ, თქვენც გილოცავთ ახალ წელს და მიხვედრას გისურვებთ, იმიტომ რომ თქვენთვის ცუდი არ მინდა – სამართლიანი თამაშის წესები მინდა და სისტემა, რომელიც ამ წესების აღსრულებას უზრუნველყოფს, რომ თხამ და მგელმა მშვიდობიანად თანავიცხოვროთ.
“ყოვლთა სწორად წყალობასა ვითა თოვლსა მოათოვდეს,
ობოლ-ქვრივნი დაამდიდრნეს და გლახაკნი არ ითხოვდეს,
ავის მქმნელნი დააშინნეს, კრავნი კრავთა ვერ უწოვდეს,
შიგან მათთა საბრძანისთა თხა და მგელი ერთად სძოვდეს.”
ასეთი საქართველო გვინდა.
იდეაში – თქვენც ეს გინდათ. თქვენი შვილებისთვის ხომ ნაღდად კარგი გინდათ, ეგ ვიცი და ასეთ სისტემაში იქნებიან ეგენი კარგად.
და ასეთი სისტემის შექმნა და რუსთაველის ჰეფი ენდის დაყენება, ჩვენ შეგვიძლია, ფედერალისტებს.
ბიძინას – არა.
არიფია სინამდვილეში.
უბრალოდ ცარიელ კარში ურტყამდა ბურთს და მაგან დაგაბნიათ.
დადექით სწორ მხარეს და გავიმარჯვებთ სახელოვნად!

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.