ბიქეი ქონსთრაქშენი წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულია

მოხარული ვართ გაცნობოთ, რომ ბიქეი ქონსთრაქშენი 2023 წლის პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.
დაჯილდოების ღონისძიება, 10 იანვარს, სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისში“ გაიმართა.
ბიქეი ქონსთრაქშენი გამარჯვებული გახდა ნომინაციაში: ,,წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი“
შეგახსენებთ, რომ ბიქეი ქონსთრაქშენმა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად 2017 წელს დააფუძნა პროფესიული კოლეჯი კონსტრუქტ2, სადაც 11 სხვადასხვა სამშენებლო პროფესიაზე ხდება მსურველების გადამზადება. პროექტის საწყისი ინვესტიცია 4 000 000 ლარი იყო. კოლეჯი „კონსტრუქტ2“ ყოველწლიურად 200-მდე საქართველოს მოქალაქეს ამზადებს სხვადასხვა სამშენებლო საქმის მიმართულებით. წარმატებული კურსდამთავრებულები კი გარანტირებულად საქმდებიან როგორც ბიქეი ქონსთრაქშენში ასევე სხვა სამშენებლო კომპანიებში. „ჩვენთვის დიდი პატივია ვიყოთ პროფესიული განათლების ეროვნული ჯილდოს გამარჯვებულები. გვიხარია, რომ ჩვენს კომპანიას ერგო პატივი იყოს გამარჯვებული ნომინაციაში ,,წლის პროფესიული განათლების ბიზნეს პარტნიორი“ჩვენი კომპანია დიდ რესურსს დებს პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის მიმართულებით, რადგან ჩვენ გვჯერა, რომ ბიზნესის წარმატების მთავარი აქტივი არის ადამიანი.“ განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა, ბიქეი ქონსთრაქშენის მმართველმა პარტნიორმა. ბიქეი ქონსთრაქშენი კონსტრუქტ2-ის მე-2 წარმომადგენლობის გახსნას გეგმავს ახალციხის რაიონში, ვალეში, 2024 წელს.
(R)

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა