ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბიუ ბიუ გასტრონომის“ მაღაზია 2024 წლის ბოლომდე ბათუმშიც გაიხსნება

კომპანია "ჩირინა" (ბრენდი "ბიუ-ბიუ") ქათმის ხორცპროდუქტების მაღაზია "ბიუ ბიუ გასტრონომს" 2024 წლის ბოლომდე ბათუმშიც გახსნის.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" კომპანიის დამფუძნებელი აცხადებს, ახალი მაღაზიის საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით, 150 000- 200 000 ლარამდე იქნება.
ბათუმის გარდა კომპანია ქსელს დედაქალაქშიც აფართოებს. რევაზ ვაშაკიძის თქმით, თბილისში, მიმდინარე წელს ქსელს დამატებით 11 მაღაზია დაემატა და კიდევ 6-ის გახსნა იგეგმება.
"მაღაზიები თბილისის სხვადასხვა უბანში გავხსენით. სამომავლოდ, რეგიონების მიმართულებითაც გავფართოვდებით, თუმცა ჯერჯერობით გვინდა თბილისის ბაზარი ავითვისოთ. მოთხოვნა ჩვენს პროდუქციაზე ყოველ წელს სტაბილურია", - აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.
მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე კომპანია 15-მდე დასახელების სოსისსა და ძეხვეულს აწარმოებს. მათ შორისააა, შებოლილი ქათმის ფილე, შებოლილი ფრთა, შებოლილი ქათმის ბარკალი და ა.შ.
ცნობისთვის, შპს „ჩირინა” 2011 წელს ბიზნესმენმა რევაზ ვაშაკიძემ დაარსა. დღეისათვის ის ყველაზე დიდი, ვერტიკალურად ინტეგრირებული მეფრინველოების ფერმაა საქართველოში. აღმოსავლეთ საქართველოში მდებარე კომპლექსი აერთიანებს ინკუბატორს, საკვებ ქარხანას, წყალგამწმენდ სადგურს, ასევე მიწებს, სადაც სიმინდი და ხორბალი მოყავთ. პროდუქტის ხარისხისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფად ფუნქციონირებს მარცვლეულის საშრობი და შესანახი სათავსოები.
რაც შეეხება "ბიუ ბიუ გასტრონომს", ის კომპანია "ჩირინას" ბაზაზე 2023 წელს გაიხსნა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.