ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და იმის საფუძველი, რომ წლის მეორე ნახევარში არსებითად განსხვავებული ეკონომიკური ფაქტორები იქნება, ნამდვილად არ არსებობს - ლაშა ხუციშვილი

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა კიდევ ერთხელ ისაუბრა 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის მონაცემებზე და აღნიშნა, რომ იანვარ-მარტის ბიუჯეტი შესრულებულია 102%-იანი გადაჭარბებით.
„ბოლო დღეებში მოვისმინეთ სპეკულაციები საბიუჯეტო პროცესთან დაკავშირებით. 102%-ით შესრულებული ბიუჯეტის ე.წ. „გასაღება“ ბიუჯეტის შეუსრულებლობად ჩვენს ოპონენტებსაც გაუჭირდათ. კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ არანაირი პრობლემა ბიუჯეტის შესრულებას არ აქვს. ჩვენ ბოლო 4 წლის განმავლობაში ვისმენთ, რომ არსებობს „დაანონსებული საბიუჯეტო კრიზისი“, თუმცა საქართველოს ბიუჯეტი ყოველთვის სრულდება მნიშვნელოვანი გადაჭარბებით. საქართველოში ფიქსირდება მაღალი ეკონომიკური ზრდა. დღეს არსებული მონაცემებით, საშუალო 9.3%-ია. ფინანსთა სამინისტროს მიერ მიმდინარე წლის ბიუჯეტი დაგეგმილია კონსერვატიულად - 6%-იან ეკონომიკურ ზრდაზე და არსებული ტენდენციით, ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ აქვს. ბიუჯეტი სრულდება გადაჭარბებით და იმის საფუძველი, რომ წლის მეორე ნახევარში არსებითად განსხვავებული ეკონომიკური ფაქტორები იქნება, ნამდვილად არ არსებობს“, - აღნიშნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 მაისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.