არქივი29 ნოემბერი, 2025, 17:25
ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიით, 2026 წელს საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდაა გათვალისწინებული

2026 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გათვალისწინებულია საჯარო მოხელეთა ანაზღაურების 10%-იანი ზრდა.
ასევე განხორციელდება პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების 10%-იანი ზრდა.
გათვალისწინებულია საჯარო სკოლების ადმინისტრაციული პერსონალის, სკოლის ექთნებისა და მანდატურების ხელფასების 20%-იანი ზრდა.
გარდა ამისა, მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტის საბოლოო ვერსიაში გათვალისწინებულია პირველადი ჯანდაცვის პერსონალის ხელფასების 10%-იანი ზრდა.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.