“ბიუჯეტის მხარდაჭერა არ იყო შეთანხმებული პარტიასთან… მივმართავთ “ახალის” პოლიტსაბჭოს, განიხილოს ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტა” – ზუგდიდის საკრებულოს წევრები

“ბიუჯეტის მხარდაჭერა არ იყო შეთანხმებული პარტიასთან… მივმართავთ “ახალის” პოლიტსაბჭოს, განიხილოს ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტა” – ზუგდიდის საკრებულოს წევრები
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ახალის” წევრებმა პარტიის პოლიტიკურ საბჭოს, მერიის მიერ წარმოდგენილი 2025 წლის ბიუჯეტის მხარდაჭერის გამო, მათი წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით განცხადებით მიმართეს.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია “ახალის” წევრებმა, განხილვაში შესვლის გარეშე, მხარი დავუჭირეთ, მერიის მიერ წარმოდგენილ 2025 წლის ბიუჯეტს. ჩვენი გადაწყვეტილების მიზეზი იყო მხოლოდ ერთი, ხელი არ შეგვეშალა სხვადასხვა სოციალური პროგრამების ფუნქციონირებისთვის და არ დაგვბრალებოდა კონფრონტაცია ადგილობრივ მოსახლეობასთან, ჩვენი გადაწყვეტილება არ ყოფილა შეთანხმებული პარტიის პოლიტსაბჭოსთან და აღმოჩნდა მიუღებელი პარტიისთვის. ვიზიარებთ შეცდომა, რომელიც პოლიტიკურად სრულიად გაუმართლებელია და შესაბამისად, რომ არ დავაზიანოთ პირველ რიგში საერთო მიზანი, ფრაქციის წევრები, რომლებმაც მხარი დავუჭირეთ ზუგდიდის ბიუჯეტის დამტკიცებას, მივმართავთ პარტია “ახალის” პოლიტიკურ საბჭოს განიხილოს საკითხი ჩვენი პარტიის წევრობის სტატუსის შეწყვეტასთან დაკავშირებით. წარმატებებს ვუსურვებთ რეჟიმთან ბრძოლაში საქართველოს თითოეულ მოქალაქეს და პარტია “ახალს” – წერია განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს

ელენე ხოშტარია – თავს ვგრძნობ ძალიან ძლიერად, აუცილებლად ვაიძულებთ მკურნალობას – მე დასახსნელი არა ვარ, ბიძინა ივანიშვილმა იდარდოს დახსნაზე იმ გარდაუვალი შარისგან, რაშიც გახვეულია – ვკონცენტრირდეთ მთავარზე: რეჟიმის ჩამოშლაზე!