არქივი8 მარტი 2024, 13:40
“ბიუჯეტის ერთმა ქურდმა გალია აიშენა, ახლა მეორე ამ გალიას ანგრევს” – ლაშა ფარულავა
ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, ლაშა ფარულავამ, კანცელარიის წინ მოწყობილი ჯებირის აღებაზე კომენტირებისას, განაცხადა:
“ივანიშვილის პარტიაში არის დაპირისპირება, ამ დაპირისპირების შედეგია ის, რომ ბიუჯეტის ერთმა ქურდმა გალია აიშენა, ახლა მეორე ამ გალიას ანგრევს და ეს ჩვენს თანამოქალაქეებს ასი ათასი ლარზე მეტი უჯდება. არც მაღალანაზღაურებადი სამუშაო ადგილები, არც მაღალი ფასები და არც ინფლაცია არ არის ივანიშვილის პრიორიტეტი. ივანიშვილის პარტიის მთავარი პრიორიტეტი არის პირადი კეთილდღეობა და ამის გამო ვერ იყოფენ თანამდებობას, რის გამოც არის დაპირისპირება.“
არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.