ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს

ბიუროკრატიის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-17 პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს
ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2025 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.
საქართველომ მაღალი შეფასება მიღო, ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 4 საფეხურით დაწინაურდა, გლობალურ რეიტინგში 25-ე ადგილზე გამწესდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-17 პოზიციაზე მოხვდა.
ბიუროკრატიის ხარისხის მსოფლიო რეიტინგი ეფუძნება ორ გლობალურ ანგარიშგებას _ ბრიტანული ორგანიზაცია „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ და ამერიკული ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ თემატური კვლევებს.
კერძოდ, „ეკონომისტ ინთელიჯენს იუნითის“ ანგარიშის ნაწილში, გამოკითხვის მიზანი იყო, შეეფასებინა ბიუროკრატიის ხარისხი და უნარი განახორციელოს სახელმწოფო პოლიტიკა. რაც შეეხება ორგანიზაცია „პოლიტიკური რისკების სერვისების ჯგუფის“ ანგარიშს, გამოკითხვა უკავშირდება იმის გარკვევას, თუ რამდენად აქვს ბიუროკრატიას მართვისათვის ძალა და გამოცდილება პოლიტიკაში მკვეთრი ცვლილებების და სახელმწიფო სერვისების შეფერხების გარეშე.
საქართველო პოსტსაბჭოთა სივრცეში პირველ ადგილზეა, უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატ ქვეყანას, ევროკავშირის, შენგენის ზონის და ნატოს წევრ 17 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, ჩეხეთი, , პოლონეთი, ხორვატია, , ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი და ა.შ.

ასევე დაგაინტერესებთ

მამუკა მდინარაძე – უცხოეთის მოქალაქეზე სახელმწიფოს ეძლევა საშუალება, რომ ე.წ. „უდოს კომისიამ“, პირობით ვადამდე გათავისუფლების დროს გაძევება გამოიყენოს სხვა სასჯელებს შორის, რა შუაშია სააკაშვილი, ამხელა კამპანია ააგეს

მამუკა მდინარაძე – 4 ოქტომბერს საკრებულოში უნდა შეჭრილიყვნენ და გეგმა „ბ“ იყო პრეზიდენტის სასახლე, საკრებულოში 1000-მდე სპეცრაზმელი იყო და ვერ გაბედეს ამის გაკეთება, ასევე გვქონდა ინფორმაცია, რომ სადღაც ინახებოდა იარაღი და პოლიციელების ფორმები, ამ ინფორმაციიდან ნახევარი უტყუარად დადასტურდა და ამოვიღეთ კიდეც იმავე ღამეს

მამუკა მდინარაძე – 2022 წელს, როცა დანაშაული მოხდა, შეტყობინება არსად იყო დაფიქსირებული, არც დაზარალებულებს მიუმართავთ ვინმესთვის და რეაგირება, ბუნებრივია, ვერ იქნებოდა, ინფორმაციის მიღებისთანავე მოხდა მყისიერი რეაგირება, მოძალადე პოლიციელები ადამიანების ცემის ფაქტზე 23 თებერვალსვე დააკავეს