ბიულეტენების 72.95 %-ის დათვლის შედეგად, საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80 %-ზე მეტი, თბილისში კი - 70 %-ზე მეტი მიიღო - დედაქალაქში 10 % მოდის „ლელოზე“, 3 % კი - „გახარია საქართველოზე“ - ცესკო

ბიულეტენების 72.95 %-ის დათვლის შედეგად, საკრებულოს არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 80 %-ზე მეტი, თბილისში კი - 70 %-ზე მეტი მიიღო - დედაქალაქში 10 % მოდის „ლელოზე“, 3 % კი - „გახარია საქართველოზე“ - ცესკო
საქართველოს მასშტაბით ამ დროისათვის 3061 უბნიდან 2233 უბნის მონაცემებია დათვლილი, რაც ბიულეტენების 72.95%-ს შეადგენს.
ცესკოს წინასწარი მონაცემებით, საკრებულოების არჩევნებში, ქვეყნის მასშტაბით, „ქართული ოცნება“ ლიდერობს.
დეტალური მონაცემები ასეთია:
1 „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 4203 (0.372 %)
3 „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 31306 (2.768 %)
5 „ჩვენი გაერთიანებული საქართველო“ - 4697 (0.415 %)
7 „თავისუფალი საქართველო“ - 3689 (0.326 %)
8 „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 9579 (0.847 %)
9 „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 76690 (6.782 %)
11 „საქართველო“ - 1720 (0.152 %)
12 მწვანეთა პარტია - 1906 (0.169 %)
14 „სახალხო ხელისუფლება“ - 2692 (0.238 %)
25 „გახარია საქართველოსთვის“ - 43647 (3.86 %)
36 „გირჩი“ - 37348 (3.303 %)
41 „ქართული ოცნება“ - 913320 (80.768 %)
ამასთან, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, თბილისში ხმების 98 პროცენტის დათვლის შედეგად, პროპორციულ არჩევნებში „ქართული ოცნება“ ლიდერობს:
· „მამული, ენა, სარწმუნოება“ - 3020 (1.019 %)
· „კონსერვატორები საქართველოსთვის“ - 12811 (4.321 %)
· „თავისუფალი საქართველო“ - 2647 (0.893 %)
· „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ - 3151 (1.063 %)
· „ძლიერი საქართველო-ლელო“ - 29807 (10.054 %)
· „გახარია საქართველოსთვის“ - 9483 (3.199 %)
· „გირჩი“ - 22230 (7.498 %)
· „ქართული ოცნება“ - 207985 (70.155 %)
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 4 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.