არქივი16 დეკემბერი, 2024, 12:07
ბიტკოინის ღირებულებამ ახალი რეკორდი მოხსნა და $105 000-ს გადააჭარბა

კრიპტოვალუტა ბიტკოინის ღირებულებამ 105 ათას დოლარს გადააჭარბა. როგორც Reuters-ი წერს, ეს პირველი შემთხვევაა ამ ვალუტის ისტორიაში, როდესაც ბიტკოინის ღირებულებამ 105 000 დოლარს გადააჭარბა.
ბიტკოინის მიმართ ინტერესის ზრდა ძირითადად გამოწვეულია კრიპტოინვესტორების იმედებით აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის დონალდ ტრამპის სამომავლო გადაწყვეტილებისადმი, რომელმაც მანამდე არაერთხელ გამოხატა კეთილგანწყობა კრიპტოვალუტის მისამართით.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.