ბიტკოინის ფასმა $62 000-ს გადააჭარბა
პირველად 2021 წლის 20 ნოემბრის შემდეგ ბიტკოინის ფასმა $62 000-ს გადააჭარბა. თბილისის დროით 14:25 საათისთვის ბიტკოინის ფასი 62 329 დოლარი იყო. ამას coindesk-ის მონაცემები მოწმობს.
ბიტკოინი 2024 წლის დასაწყისიდან 34%-ზე მეტით გაძვირდა. ამას ხელი შეუწყო ბიტკოინ-ETF-ის გაშვებამ. ამასთან, ბოლო დღეებში ბიტკოინი მკვეთრად გაძვირდა: 25 თებერვლიდან ის 51 772,9 დოლარიდან 14%-ზე მეტით გაიზარდა.
Bloomberg წერს, რომ ბიტკოინი მნიშვნელოვნად გაძვირდა მას შემდეგ, რაც ბიზნეს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებელმა და მსხვილმა კრიპტო-ინვესტორმა MicroStrategy-მ 3000 ბიტკოინი 155,4 მილიონ დოლარად იყიდა.
ბიტკოინის ფასი 2023 წელს 150%-ზე მეტით გაიზარდა მას შემდეგ, რაც აშშ-ის ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟების კომისიამ (SEC) ბიტკოინის ETF-ის დაწყება დაამტკიცებდა. ეს ნებართვა ბიტკოინს მიმდინარე წლის 10 იანვარს, 10 წლიანი უარის შემდეგ, მიენიჭა.
შეგახსენებთ, რომ კრიპტოვალუტის ბაზარი მნიშვნელოვან ზრდას განიცდის, მისმა კაპიტალიზაციამ $2 ტრლნ-ს მიაღწია.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.