ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიტკოინის ფასმა, 2021 წლის შემდეგ, პირველად გადააჭარბა $50 000-ს

12 თებერვალს, Binance-ის ბირჟაზე ბიტკოინის (BTC) კურსმა $50 000-ს გადააჭარბა. ბოლოს BTC-ს ეს ფასი 2021 წლის ბოლოს ჰქონდა, როდესაც კრიპტოვალუტის ფასმა ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწია.
ამ მომენტამდე ბიტკოინის კურსის წლის მაქსიმუმი იყო $48,9 ათასი. პიკი მიღწეული იქნა 11 იანვარს, აშშ-ში ETF-ზე ვაჭრობის დაწყების პირველ დღეს. ამის შემდეგ ბიტკოინი ფასი ეცემოდა $38,6 ათასამდე, სანამ ზრდას განაახლებდა.
კაპიტალიზაციით სიდიდით მეორე კრიპტოვალუტა Ethereum (ETH) ასევე გაიზარდა და მისმა კურსმა 2500 დოლარს გადააჭარბა, მაგრამ მისი ზრდის დინამიკით ბიტკოინს ჩამორჩება.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.