არქივი14 ნოემბერი, 2024, 09:10
ბიტკოინის კურსმა 90 000 დოლარს გადააჭარბა და ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია

პირველად ისტორიაში, ბიტკოინის კურსმა გადააჭარბა 90 000 დოლარს. ორ დღეში მთავარი კრიპტოვალუტის ფასი 10 000 დოლარზე მეტით გაიზარდა.
ამ დროისთვის ბიტკოინის კაპიტალიზაციამ 1,78 ტრილიონ დოლარს გადააჭარბა.
ცნობისთვის, ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.
არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.