ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი

ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს და განაახლა ისტორიული მაქსიმუმი

ბიტკოინის კურსმა პირველად გადააჭარბა 97 000 დოლარს აშშ-ს უმსხვილეს კრიპტო ბირჟაზე, რითაც კიდევ ერთხელ განახლდა მისი მაქსიმუმი და მიუახლოვდა 98 000 დოლარიან ნიშნულს.
ბიტკოინის ღირებულების ზრდა, ჩრდილოეთ ამერიკელი ტრეიდერების მხრიდან კრიპტოვალუტაზე მოთხოვნის მნიშვნელოვან ზრდაზე მიუთითებს.
დღეს, 9:00 საათისთვის ბიტკოინი 97,083 დოლარად ივაჭრებოდა.
ამ დროისთვის მისი კაპიტალიზაცია დაახლოებით 2 ტრილიონი დოლარია და ის იკავებს მთელი კრიპტო ბაზრის კაპიტალიზაციის 61.6%-ს.
ცნობისთვის, ყველაზე ღირებული აქტივების გლობალურ რეიტინგში ბიტკოინი ჩამორჩება მხოლოდ ოქროს, Nvidia-ს, Apple-ს, Microsoft-ს, Google-ს, Amazon-სა და Saudi Aramco-ს აქტივები.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.