ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„ბიოლში“ $43 მლნ ინვესტიცია განვახორციელე, მაგრამ მოგება ჯერ კიდევ არ მიმიღია“ - როგორ უნდა განვითარდეს კურორტები?

ADB საქართველოს კურორტების განვითარების სტრატეგიას და სამოქმედო გეგმას ამზადებს. საკითხზე გასული კვირის ბოლოს ბიზნესთან შეხვედრაც შედგა.
აზიის განვითარების ბანკის კონსულტანტი იმყოფებოდა ველნეს გამაჯანსაღებელ კომპლექსს ბიოლშიც. ბიიოლის დამფუძნებელი ამბობს, რომ კურორტების განვითარებისთვის კვლევების დაწყება აუცილებელია, რადგან ამ მიმართულებით ინფორმაციის განახლება ბოლო 60 წელია არ მომხდარა.
მისი მხრიდან, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მომზადება დადებითად ფასდება, თუმცა ამბობს, რომ ამის პარალელურად აუცილებელია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და არსებული სტანდარტების განახლება, რომელიც ასევე მოძველებულია. თამაზ მჭედლიძის თქმით, თუ ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმა არ მოხდა ინვესტორებს საქართველოს ბალნეოლოგიური კუროტებით ვერ დავაინტერესებთ.
„43 მილიონ დოლარს უკვე გადააჭარბა, რაც ინვესტიცია განვახორციელე და დღემდე ჯერ კიდევ არ არის მოგებიანი. ნორმალური ბიზნესმენი, ვინც მხოლოდ ბიზნესზე ფიქრობს, ის კაპიკს არ ჩადებდა ამ უღრან ტყეში და ამ ყველაფერს არ მოაწესრიგებდა.
ბევრი ამას არ გააკეთებს, ამიტომ სახელმწიფომ უნდა შექმნას სამი პირობა ინვესტორებისთვის. ახალი კვლევები, კანონმდებლობა და ინფრასტრუქტურა, დამიჯერეთ, ძალიან ბევრი ინვესტორი ჩამოვა. მეც ჩამოვიყვან პირადად ინვესტორებს შვეიცარიიდან, ევროპიდან, ამერიკიდან.”- ამბობს ბიოლის დამფუძნებელი თამაზ მჭედლიძე.
bm.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.