არქივი12 იანვარი, 2024, 20:26
ბინის გაქურდვის ბრალდებით გერმანიაში საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
გერმანიაში, ბინის ქურდობის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს. დაკავებულია 35 და 40 წლის ორი მამაკაცი. მათი ჩხრეკისას პოლიციამ სავარაუდოდ ნაქურდალი ნივთებიც იპოვა. საქმის მასალების მიხედვით, დაკავებულები ბინებიდან საყოფაცხოვრებო ნივთებს იპარავდნენ. ფაქტი 9 იანვარს მოხდა. საქართველოს მოქალაქეები ბერლინის პოლიციამ თვითმხილველების შეტყობინების საფუძველზე იმავე დღეს დააკავა, როდესაც ისინი მიმალვას ცდილობდნენ. დაკავებულები იზოლატორში გადაიყვანეს. მიმდინარეობს გამოძიება.
არქივის შესახებპირველწყარო: mtavari.tv ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.