პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბილ გეიტსი ტრამპის ადმინისტრაციას ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდაში ადანაშაულებს

ბილ გეიტსი ტრამპის ადმინისტრაციას ბავშვთა სიკვდილიანობის ზრდაში ადანაშაულებს

„გეიტსის ფონდის“ მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ამერიკელი მილიარდერი ბილ გეიტსი ტრამპის ადმინისტრაციას USAID-ისთვის დაფინანსების შეწყვეტის გამო აკრიტიკებს და აღნიშნულ გადაწყვეტილებას „უზარმაზარ შეცდომას“ უწოდებს, რომელმაც მნიშვნელოვანი როლი ითამაშა ბავშვთა გარდაცვალების მაჩვენებლის ზრდაში.
ანგარიშის მიხედვით, შესაძლოა 2025 წელს ხუთ წლამდე ასაკის ბავშვთა სიკვდილიანობამ 200,000-ით გადააჭარბოს გასული წლის მაჩვენებელს. ბილ გეიტსის მიერ Wall Street Journal-ისთვის მიცემული ინტერვიუს თანახმად, სიკვდილიანობის ზრდა პირდაპირ კავშირშია დონორებისა და მდიდარი სახელმწიფოების მიერ გლობალური ჯანდაცვის დახმარებებისა და გრანტების 27%-ით შემცირებასთან. მათ შორის არის შეერთებული შტატებიც, სადაც აშშ-ის საერთაშორისო განვითარების პროგრამა USAID-ი ტრამპის ინიციატივით დაიხურა.
Microsoft-ის დამფუძნებელი საზოგადოებას რამდენიმე თვის განმავლობაში აფრთხილებდა, რომ დაფინანსების შემცირება ბავშვთა სიკვდილიანობას გაზრდიდა. „აღნიშნული შემცირებების [დაფინანსების] გამანადგურებელი შედეგის ეფექტის პრევენცია შესაძლებელია – ჯერ კიდევ არ არის გვიან, გადაწყვეტილება შეიცვალოს“, – დაწერა ივლისში X-ის ანგარიშზე ბილ გეიტსმა.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 დეკემბერი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.