ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე

ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი, მნიშვნელობა არ აქვს ვინ იქნება, ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე
კარგად ჩანს, თუ რას აპირებენ და როგორ ფიქრობენ რადიკალური ჯგუფები და მათი გამოკვეთილი ლიდერები, – ასე ეხმიანება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, ნიკა გვარამიას, მისი პარტიის წევრის, ნიკა ფარულავას, აკაკი მინაშვილის ფარულ ჩანაწერებს, რომელშიც შეურაცხმყოფელი სიტყვებით არიან მოხსენებული როგორც ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია, ისე ევროკავშირის ელჩი საქართველოში, პაველ ჰერჩინსკი.
როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, ეს სუბიექტები ყველაფერზე წამსვლელები არიან, მათი მთავარი იარაღი კი მუქარა და ზიზღის ენაა.
“კარგად ჩანს, თუ რას აპირებენ და როგორ ფიქრობენ რადიკალური ჯგუფები და მათი გამოკვეთილი ლიდერები. ისინი ფიქრობენ, რომ დაუნდობლები იყვნენ ყველას მიმართ, მნიშვნელობა არა აქვს ვინ იქნება ცნობილი სპორტსმენი, ელჩი, თუ ჩვეულებრივი მოქალაქე, ბილწსიტყვაობა,მუქარა და ზიზღის ენა არის მათი მთავარი იარაღი და ინსტრუმენტი! ხალხმა უნდა იცოდეს ვინ არიან ეს სუბიექტები, თან თუ გავითვალისწინებთ სუს-ი დღევანდელ განცხადებას, ეს ქვეყნის დაქცევისა არეულობის მსურველები აბსოლუტურად ყველაფერზე წამსვლელები არიან!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
Previous: ახლა რას იტყვიან ან ევროკავშირის ელჩი ან ევროპარლამენტარები, “წითელი ხალიჩა” რომ გაუგეს მათი წარმომადგენელის ჰერჩინსკის მაგინებელ გვარამიას ევროპარლამენტში

ასევე დაგაინტერესებთ

დიმიტრი სამხარაძე: მაშინ, როდესაც „ნაციონალური მოძრაობა“ მშვიდობიანი გზით ხელისუფლების დათმობას არ აპირებდა, სწორედ ერისკაცმა შეძლო იმ ცვლილების განხორციელება, რომელიც 2012 წლის 1 ოქტომბერს გამარჯვებით დასრულდა. დღეს ბევრს სურს ამ ისტორიული გამარჯვების საკუთარ თავზე მიწერა, თუმცა ამ პროცესის მთავარი მამოძრავებელი ძალა ბიძინა ივანიშვილი იყო

გურამ მაჭარაშვილი EPP-ის რეზოლუციაზე: როდესაც ევრობიუროკრატები ასე საუბრობენ საქართველოზე, რომელიც, მათივე ინსტიტუტების კვლევების მიხედვით, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობას აკმაყოფილებს, ეს იმაზე მეტყველებს, რომ ისინი თავად არიან დიქტატორები