ბითაძის 17 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "დენვერ ნაგეთსთან" დამარცხდა [VIDEO]
![ბითაძის 17 წუთი - "ორლანდო მეჯიქი" "დენვერ ნაგეთსთან" დამარცხდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2025/02/fc5e429fc498f497a7100277a738b612-AfFlkX.png)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "დენვერ ნაგეთსმა" "ორლანდო მეჯიქი" 112:90 დაამარცხა.
სტუმართა რიგებში გოგა ბითაძე ტრადიციულად ძირითად ხუთეულში ვიხილეთ. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 4 ქულა, 3 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე ნიკოლა იოკიჩი გახდა, სერბმა 31 წუთში 28 ქულა, 10 მოხსნა და 12 შედეგიანი პასი დააგროვა.
"ორლანდოდან" ვენდელ კარტერ ჯუნიორმა 26 წუთში 19 ქულა და 4 მოხსნა დააგროვა.
ამრიგად, "ორლანდო მეჯიქი" 25 მოგებითა და 28 წაგებით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილზეა, ჯამალ
მოსლის გაწვრთნილი გუნდი მორიგ შეხვედრას 9 თებერვალს, "სან ანტონიო სპურსის" წინააღმდეგ გამართავს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 თებერვალი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.