ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი - ქართველის კარგი თამაში "ოკლაჰომასთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]
![ბითაძის მორიგი ორმაგი დუბლი - ქართველის კარგი თამაში "ოკლაჰომასთან" საკმარისი არ აღმოჩნდა [VIDEO]](/wp-content/uploads/2024/12/643f2a9cd8b6d83b7f45927e1040e5ea-LuBrpJ.jpeg)
ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონის მორიგ ტურში "ორლანდო მეჯიქი" "ოკლაჰომა სიტი თანდერთან" 99:105 დამარცხდა. მასპინძელთა რიგებში გოგა ბითაძემ თამაში ტრადიციულად ძირითად ხუთეულში დაიწყო. ქართველმა ცენტრმა მოედანზე 27:13 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულა, 10 მოხსნა და 3 შედეგიანი პასი მიითვალა.
მატჩის საუკეთესო მოთამაშე "ოკლაჰომას" ვარსკვლავი შაი გილჯეს-ალექსანდერი გახდა, კანადელმა უკანახაზელმა 36:25 წუთში 35 ქულა, 4 მოხსნა და 6 ასისტი დააგროვა.
"ორლანდოდან" ენტონი ბლექმა თავი 23 ქულით, 1 მოხსნითა და 3 შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა.
ამრიგად, "მეჯიქი" 17 მოგებითა და 12 მარცხით
აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-4 ადგილს იკავებს, "ორლანდო" მორიგ შეხვედრას 22 დეკემბერს "მაიამი ჰიტის" წინააღმდეგ გამართავს.
"ოკლაჰომა" 21 გამარჯვებითა და 5 წაგებით დასავლეთ კონფერენციაში 1-ელ ადგილზეა. "ოქეისი" 21 დეკემბერს "მაიამი ჰიტს" დაუპირისპირდება.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.