ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიზნეს მოგზაურობის აღდგენა – რა ტენდენციებით ხვდება სექტორი 2026 წელს

ბიზნეს მოგზაურობის აღდგენა – რა ტენდენციებით ხვდება სექტორი 2026 წელს

Navan-ისა და Skift-ის ახალი კვლევის თანახმად, ბიზნეს მივლინებები თითქმის სრულად აღდგა, რადგან კომპანიების 90% მათ ბიზნესის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევს. თუმცა, სექტორი კვლავაც ებრძვის ტრეველ-პოლიტიკის დარღვევას, ფრაგმენტულ სისტემებს და ახალი პლატფორმების დანერგვის შიშს.
Navan-ისა და Skift-ის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ, რომელშიც 1800-მდე ბიზნეს მოგზაური და ტრეველ-მენეჯერი მონაწილეობდა, გამოავლინა, რომ მივლინებები ბიზნესის განვითარების ერთ-ერთ მთავარ სტრატეგიულ ფაქტორად განიხილება. რესპონდენტთა უმრავლესობა მივლინებებს მნიშვნელოვან ინვესტიციად ან აუცილებელ საბიუჯეტო მუხლადმიიჩნევს.
ანალიტიკოსების აზრით, ეს მიუთითებს აზროვნების შესამჩნევ ცვლილებაზე, რომელიც წლების განმავლობაში არსებული არასტაბილურობისა და კორპორატიული სიფრთხილის შემდეგ დადგა.
კვლევის ერთ-ერთი საკვანძო ტენდენციაა პირისპირ შეხვედრების ღირებულების გადააზრება. კომპანიები ისევ განიხილავენ პირად ურთიერთქმედებას, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანს, რათა:
· გააძლიერონ ურთიერთობები.
· ხელი შეუწყონ თანამშრომლობას.
· წაახალისონ ბიზნესის განვითარება.
მიუხედავად აღდგენისა, რამდენიმე ოპერაციული გამოწვევა რჩება:
გამოკითხულ მგზავრთა 80% ზოგჯერ კორპორაციული დაჯავშნის ინსტრუმენტების (OBT) გარეთ ჯავშნის ბილეთებს. მიზეზებია მოხერხებულობა, უფრო ხელსაყრელი ვარიანტები ან კორპორაციული ხელსაწყოების არასრულყოფილი მომხმარებლის გამოცდილება.
ფინანსური დეპარტამენტები წუხან ფრაგმენტულ სისტემებზე და ხელით შესასრულებელ სამუშაო პროცესებზე, რაც ეფექტურობას აფერხებს. ფინანსური მენეჯერების მთავარი მოთხოვნაა ოპტიმიზებული ინტეგრაცია და ავტომატიზებული გადაწყვეტილებები.
კვლევის ყველაზე თვალსაჩინო დასკვნა არის კომპანიების „ცვლილებებისგან დაღლილობა“. ბევრი ორგანიზაცია ერიდება ახალი ტრეველ- და ხარჯების მართვის პლატფორმების დანერგვას, რადგან შიშობს დანერგვის მოსალოდნელი სირთულის გამო.
2026 წლისთვის, ინდუსტრიის ყურადღება გადაინაცვლებს პროცესების გამარტივებაზე, წესებთან შესაბამისობის გაუმჯობესებაზე და ყველა დაინტერესებული მხარისთვის მომსახურების ხარისხის ამაღლებაზე.

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 19 დეკემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.