ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული – მედია

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული – მედია

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნეს ცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული – მედია
14 ივლისს, ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსური პოლიცია იყო შესული – ინფორმაციას TV პირველი ავრცელებს და წერს, რომ თითქმის 4-საათიანი სპეცოპერაციის შედეგად დალუქულია სამი კომპანია – TIG, BOS SELF, MAGIC TRAVELS. ჩხრეკისას ამოიღეს დოკუმენტაცია და ელექტრონული მოწყობილობები. მათივე ცნობით, კომპანიის ყველა თანამშრომელი, მათ შორის, მომსახურე პერსონალი, გამოკითხვაზე გადაიყვანეს. ამ დროისთვის, ლაშა პაპაშვილის კუთვნილ შენობაში საგამოძიებო მოქმედებები დასრულებულია..
წყარო “პირველებს” აწვდის ინფორმაციას, რომ გამოძიება სავარაუდოდ ფულის გათეთრებისა და გადასახადებისგან თავის არიდების ფაქტზე მიმდინარეობს.
ფინანსური პოლიციის შესვლას გვიდასტურებენ ბიზნეს ცენტრშიც. თანამშრომლის თქმით, ჩხრეკის შემდეგ წაღებულია კომპიუტერები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.