ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, სასამართლოსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და გაყოლა მოსთხოვეს, თავად ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლების ინფორმაციით კი, პაპიაშვილის ჩხრეკაა დაგეგმილი

ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილს, მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაცხადა, სასამართლოში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და გაყოლა მოსთხოვეს.
როგორც ირაკლი პაპიაშვილი აცხადებს, ის ადვოკატის გარეშე არსად გაყოლას არ აპირებს.
რაც შეეხება ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებს, მათი განცხადებით გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე, ირაკლი პაპიაშვილის პირადი ჩხრეკა უნდა ჩაეტარებინათ.
ამ წუთებში ბიზნესმენი ადვოკატს ელოდება, პარალელურად კი, მან იმის დემონსტრირებისთვის, რომ კანონსაწინააღმდეგო არაფერი აქვს, მედიას პირადი ნივთები წარუდგინა.
ამასთან, ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, მისი ოჯახის წევრები ტელეფონზე არ პასუხობენ, რის გამოც ვარაუდობს, რომ მის საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა უკვე მიმდინარეობს.
ცნობისთვის, დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა. რაც შეეხება მეორე ბრალდებულ ირაკლი პაპიაშვილს, მისთვის შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა. მოსამართლის განმარტებით, პაპიაშვილის მიმართ სასამართლომ დასაბუთებული არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ უნდა შესცვლოდა მას გირაო პატიმრობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ნათია ფანჯიკიძე: თემურის მსგავსი ათი რომ გვყავდეს კიდევ, ეს ქვეყანა ელვის სისწრაფით გაიჭრებოდა წინ-მეთქი, ხშირად ვამბობდი. მისთვისაც მითქვამს. საქართველოს ვუსამძიმრებ განსაკუთრებული ადამიანის დაკარგვას

ალექსანდრე დარახველიძე სიძულვილის ენის შემსწავლელ სამმართველოზე – ეფექტი არის – ჩვენი თანამშრომლები ადასტურებენ, რომ თუკი მანამდე ხშირი იყო შეურაცხყოფის შემთხვევები, ბოლო პერიოდში ასეთი ქმედებები მნიშვნელოვნად შემცირდა