ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნა აჭარის მთავრობას თითქმის 140 ათასი ლარი დაუჯდა

ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნა აჭარის მთავრობას თითქმის 140 ათასი ლარი დაუჯდა

ბეშუმში, შუამთობის დღესასწაულის აღნიშვნა აჭარის მთავრობას თითქმის 140 ათასი ლარი დაუჯდა. აქედან 60 000 ლარი ჯგუფმა „ურსამ“ ორი კონცერტისთვის აიღო, კახაბერს და ხანუმებს 30 ათასი ერგოთ, 30 ათასი ლარი მიიღო "ღამის შოუს" ბენდმაც, 16 ათასი კი ანსამბლ "გორდელას" ჰონორარია. ათი ათასობით ლარი მომღერლებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გადაუხადეს, კორუფციის მკვლევარები ფიქრობენ, რომ ამ ღონისძიების მიზანი, არა შუამთობის აღნიშვნა, არამედ "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო კამპანია იყო.
უცნობია, რა პრინციპით შეარჩიეს მომღერლები, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დიდი ფული გადაუხადეს. შუამთობის დღესასწაულის აღსანიშნავად არც ტენდერი გამოცხადებულა და არც კონკურსი. კორუფციის მკვლევარები ამბობენ, რომ ხალხის ჯიბიდან ის მომღერლები დააფინანსეს, ვინც "ქართული ოცნების" მხარდაჭერით გამოირჩევა.
10 ათასობით ლარი, რომელიც ერთი კონკრეტული ღონისძიებისთვის დაიხარჯა, არაფერია იმ რეგიონალურ ტურნესთან შედარებით, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაგეგმა. პარტიის მხარდამჭერი მომღერლები მთელი საქართველოს მასშტაბით კონცერტებს სწორედ სახელმწიფოს ბიუჯეტის დაფინანსებით გამართავენ.
tvpirveli.ge

არქივის შესახებპირველწყარო: commersant.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 აგვისტო, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.