ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ყორშია: “ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში, ადამიანებში არსებული ყველა ქვენა გრძნობა გააღვიძა. რისი სააშკარაოზე გამოტანაც ინდივიდისთვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა

ბექა ყორშია: “ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში, ადამიანებში არსებული ყველა ქვენა გრძნობა გააღვიძა. რისი სააშკარაოზე გამოტანაც ინდივიდისთვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა
ჟურნალისტი ბექა ყორშია:
“ქართულმა ოცნებამ” მთელი ამ წლების განმავლობაში, ადამიანებში არსებული ყველა ქვენა გრძნობა გააღვიძა. რისი სააშკარაოზე გამოტანაც ინდივიდისთვის სოციალური სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა, ნორმად აქცია:
მომხვეჭელობა, ძალადობა, ექსკლუზივიზმი, სოციალური სეგრეგაცია, სუსტის ჩაგვრა.
რაც დრო გავა, ეს ყველაფერი უფრო თვალშისაცემი გახდება. უფრო მეტი მოლარე-კონსულტანტი დაიჩაგრება, უფრო მეტი ტაქსის მძღოლი და გლოვერი დაიჩაგრება, უფრო მეტი მიმტანი დაიჩაგრება, უფრო მეტი ექთანი დაიჩაგრება, უფრო მეტი ლექტორი და პედაგოგი დაიჩაგრება
ამ აბსოლუტურ განუკითხაობაში დაიჩაგრება ყველა, განურჩევლად იდეოლოგიური წინასწარგანწყობისა, რადგან პირობითად, ქუჩაში მთვრალი კრიმინალის მიერ გასროლილი ბრმა ტყვია ნაცს და ქოცს არ განარჩევს.
დაიჩაგრება ყველა, სანამ ეს ყველა არ შეთანხმდება, რომ ამ ქვეყანაში ყოფა გაუსაძლისია და არ დაუპირისპირდება იმას, ვინც მისი სამშობლო გაუსაძლის, აუტანელ ტანჯვად აქცია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.