ბექა ყორშია: მზია ამ დღეებში მხოლოდ საკუთარი თავი არ იყო, მზია იყო საქართველო, რომელმაც დიახ, საბოლოოდ სიცოცხლის გზა უნდა აირჩიოს. საქართველოც უნდა გადარჩეს!

“მზია ამაღლობელმა შიმშილობა შეწყვიტა
ამ ქალმა მთელი სიმძაფრით, საკუთარი ჯანმრთელობის ფასად, გვაჩვენა ბრძოლის უმძიმესი, მაგრამ ამავდროულად – შთამბეჭდავი მაგალითი.
მზია ამ დღეებში მხოლოდ საკუთარი თავი არ იყო, მზია იყო საქართველო, რომელმაც დიახ, საბოლოოდ სიცოცხლის გზა უნდა აირჩიოს.
საქართველოც უნდა გადარჩეს!” – წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბექა ყორშია.

ცნობისათვის, „ბათუში, ოცნების ქალაქში მომხდარი ტრაგედიის ორი არასრულწლოვანი ბავშვის თხრილში ჩავარდნისა და დაღუპვის ფონზე, ჩემს ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე საზოგადოების წუხილის მოსმენა წარმოუდგენლად მძიმეა ჩემთვის.

ამ დღეებში, ექიმების დახმარებით, შევეცდები როგორმე შევძლო კვების აღდგენა. სინდისის პატიმრებს თემურ ქათამაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილს მადლობა სოლიდარობისთვის. ვთხოვ, მათაც შეწყვიტონ შიმშილობა. განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ჩემი თანამოაზრეების, კოლეგებისა და ოჯახის მიმართ. არ მინდა ჩემმა შიმშილობამ დაგასუსტოთ. თქვენ ჩემ ნაცვლადაც უნდა იბრძოლოთ!“— წერს მზია ამაღლობელი ციხიდან გამოგზავნილ წერილში.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან ხაბეიშვილი ოპოზიციას: სანამ 24 საათი ისაუბრებთ, გაარჩევთ რას აკეთებს ან რა უნდა ივანიშვილს, მანამდე ვიქნებით ამ ტყლაპოში. მანამდე დაგვამარცხებენ და ქუჩებში დახოცავენ 17 წლის ვაჟკაცებს!

ნიკა გვარამია – უსაფრთხოების სამსახურის უფროსს წელიწადნახევარში ოთხჯერ რომ ცვლი, ესე იგი გეშინია – არ ვიცი, რეალური შეთქმულების თუ თავში მოგონილის, ორივე ახასიათებს ივანიშვილს, მაგრამ ფაქტია, რომ ეს შიშის ნიშანია