ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ყორშია: ეს არ იყო იღბალი. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება!

"გუშინდელი თამაში იყო ევროპულობის კვინტესენცია.
ადრეც გვქონია გამონათებები, რომლებიც იმედს გვიჩენდა, მაგრამ საბოლოოდ - არაფერი გამოდიოდა, რადგან რაღაც არ გვყოფნიდა და ეს რაღაც არ იყო ნიჭი, ეს რაღაც იყო - გეგმაზომიერება.
ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ მივედით ამ უდიდეს შედეგამდე. რაღაც მომენტში მივხვდით და გავიაზრეთ, რომ მხოლოდ ნიჭი არ კმარა და საჭიროა თავდაუზოგავი შრომა და მიზანდასახულობა.
მამარდაშვილმა თქვა თამაშის შემდეგ, ვიცოდი საითაც დაარტყამდა პირველ პენალტს, რადგან ბოლო ოთხი პენალტი გადამწყვეტ მომენტებში ამ ფეხბურთელს სწორედ მაქეთ ჰქონდა დარტყმულიო. ხვდებით ხო, რა ზედმიწევნითი სიზუსტით ჰყავდათ მეტოქე შესწავლილი ? კი, ეს მიდგომა, ეს გარჯა, ეს ხედვა არის დასტური ჩვენი ევროპელობის.
კიდევ ერთხელ გილოცავთ. ეს არ იყო იღბალი. ეს იყო დამსახურებული გამარჯვება!" - წერს ჟურნალისტი ბექა ყორშია სოციალურ ქსელში.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 27 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.