არქივი13 თებერვალი, 2026, 00:51
ბექა ყორშია: არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ახლა შენი მხარდაჭერა სჭირდება ილიას უნივერსიტეტს

ჟურნალისტი ბექა ყორშია:
ჩემი ოდნავ მაინც თუ გჯერათ, გეუბნებით, რომ არაფერი, საერთოდ არაფერი ისე არ დაარტყამს ჩვენს საზოგადოებას, როგორც ილიაუნის დახურვა.
ამის შედეგი შეიძლება ხვალ ვერ დავინახოთ, ვერც ზეგ, მაგრამ ერთ-ორ წელიწადში ჩვენ მივიღებთ სრულიად ინერტულ სტუდენტებს, რომლებიც ოდნავადაც არ იღელვებენ ამ ქვეყნის ბედ-იღბალზე.
ილიაუნი არის ამ ქვეყნის ნათელი მომავლის ერთ-ერთი ბოლო, მთლად უკანასკნელი თუ არა - ბასტიონი, რომელსაც ახლა ჩვენი დაცვა სჭირდება.
არ აქვს მნიშვნელობა, რომელი უნივერსიტეტის სტუდენტი ხარ, ახლა შენი მხარდაჭერა სჭირდება ილიას უნივერსიტეტს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2026. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.