პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ყორშია: ამიტომ “დღეს რამდენი დაიჭირეს?” - არასწორი კითხვაა, სწორი კითხვაა - “დღეს ვინ დაიჭირეს?

ბექა ყორშია: ამიტომ “დღეს რამდენი დაიჭირეს?” - არასწორი კითხვაა, სწორი კითხვაა - “დღეს ვინ დაიჭირეს?
"ჩემ გარშემო და საფუძვლიანი ეჭვი მაქვს, არამხოლოდ ჩემ გარშემო, ძალიან გაგიჭირდება იპოვო ადამიანი რომლის ან ახლობელი, ან ნათესავი, ან ნაცნობი მაინც ამ დღეების განმავლობაში ან არ ეცემოთ, ან არ დაეჭიროთ
სისტემა ცდილობს, დაჭერები იმდენად მასიური გახადოს, რომ დაჭერილების მიმართ სოლიდარობისა და მხარდაჭერის თანაბრად გადანაწილება გაგვიჭირდეს.
პროპაგანდისტულად სისტემისთვის 5 ადამიანის დაჭერა უფრო პრობლემური იქნებოდა, ვიდრე 3000-ის.
სისტემა ცდილობს მშრალ სტატისტიკად გვაქციოს, მაგრამ ამის საშუალება არ უნდა მივცემთ, რადგან რიცხვებს უკან ინდივიდები დგანან, სახელებითა და გვარებით, პიროვნული ღირსებით, წარსულითა და უკეთესი მომავლის იმედით.
ამიტომ “დღეს რამდენი დაიჭირეს?” - არასწორი კითხვაა, მეც არაერთხელ დამისვამს.
სწორი კითხვაა - “დღეს ვინ დაიჭირეს?”" - წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ბექა ყორშია.
არქივის შესახებ

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 20 იანვარი 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.