ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ოდიშარია - ნავალნი ყინვასა და უბედურებაში იხდიდა სასჯელს, სააკაშვილი დედიკოსთან ერთად იხდის ქალაქის ცენტრში, ორპალატიან საავადმყოფოში - ნავალნის ოჯახის მაინც შერცხვეს

ნავალნი ყინვაში და უბედურებაში იხდიდა სასჯელს, სააკაშვილი დედიკოსთან ერთად იხდის ქალაქის ცენტრში, ორპალატიან საავადმყოფოში და აქედან ედრება იმას. ნავალნის ოჯახის მაინც შერცხვეს თავისის თუ არ რცხვენია, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ლობისტური კამპანიის წყალობით, საქართველოს ხელისუფლებას ქვეყნის მესამე პრეზიდენტის „სათბურში შენახვა“ უწევს.
„მოისვენოს, დაისვენოს თუ შეიძლება ამ ორ ოთახში. ან ერთ ოთახში მოისვენოს, ან მეორე ოთახში და მოასვენოს ეს ქვეყანა. მრცხვენია ბევრი პატიმრის მშობლის თვალებში ჩახედვის, იმიტომ, რომ გაცილებით უფრო რბილი და ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებული ადამიანები იხდიან სასჯელს პენიტენციურ სისტემებში, განსხვავებით სააკაშვილისგან, რომელმაც გაფლანგა ბიუჯეტი, ამოხოცა ადამიანები და წამოწოლილი გვყავს იმის გამო, რომ მილიონებს იხდის კამპანიაში - „კვდება, არ კვდება“. ჩვენ გვიწევს იმისთვის, რომ არ დაზიანდეს ჩვენი შვილების, თქვენი ყველას ევროპული მომავალი, მისი ასეთ სათბურში შენახვა. ქართველ ხალხს მოთმინების ფიალა აევსება და მოკიდებენ ხელს, გადადგამენ პირდაპირ, ჩასვამენ იქ, სადაც საჭიროა და მერე ამდენი ყროყინის საშუალება აღარ მიეცემა,“ - განაცხადა ოდიშარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.