ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ოდიშარია - მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ

მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი, მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რითაც გამოეხმაურა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების შეფასებას მიხეილ სარჯველაძის ჯანდაცვის მინისტრად დანიშვნაზე.
მისივე თქმით, მიხეილ სარჯველაძე ცვლილებებს ჩაატარებს მეთოდურად, ანალიზზე დაფუძნებულად და არა დაჩქარებულად.
“თავდაცვის სამინისტროებს ხელმძღვანელობენ სამოქალაქო პირები და ეს მიღებული პრაქტიკაა. მიხეილ სარჯველაძეს რომ განათლება აქვს, ისეთი მთელი ოპოზიცია რომ დააწებო ერთმანეთზე, არ აქვთ. აქვს მენეჯერული გამოცდილება და ბეჯითი და დინჯი დამოკიდებულება, საკითხების სიღრმისეული შესწავლის უნარი. ამიტომ სარჯველაძე სწორედ იმით არის ძლიერი პოლიტიკოსი და მენეჯერი, რომ ის არ იჩქარებს.
[ცვლილებებს] ჩაატარებს მეთოდურად, ანალიზზე დაფუძნებულად და არა დაჩქარებულად”, - განაცხადა ბექა ოდიშარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.