ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა ოდიშარია „გამარჯვების კოალიციაზე“ - სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა ამაზრზენია - მათ რეალობა გააყალბეს

სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი - მათ რეალობა გააყალბეს, თვითონ ხომ საერთოდ ყალბი პატრიოტები არიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა ოდიშარიამ ფასების ზრდასთან დაკავშირებით "ნაციონალური მოძრაობის" კამპანიაზე საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ოპოზიციამ ფასებთან დაკავშირებით სტატისტიკური მონაცემები და რეალობა გააყალბა.
"ოპოზიცია არის თუ მე-5 კოლონა, მე ვერ გეტყვით, მაგრამ ფაქტი ფაქტად რჩება, რომ მათ თავის რეკორდს გადააჭარბეს. რეკორდში მე ვგულისხმობ სულ ახლახან სააკაშვილის ვითომ მოკვდინებასთან დაკავშირებით მილიონს. სიღარიბის რეკლამირება, საკუთარი ხალხის და ქვეყნის ასეთი მტრობა არის ამაზრზენი. თან რომ არიან კოლექტიური "ნაცმოძრაობა", მათ კიდევ ერთხელ დაადასტურეს იმიტომ, რომ ყველამ თავისი წილი გაიღო ამ ბინძურ საქმეში და თან, რაც მთავარია, ეს ყველაფერი ეყრდნობა ყალბ მონაცემებს. სტატისტიკური მონაცემებიც გაყალბებულია, რეალობაც და თვითონ ხომ საერთოდ ყალბი პატრიოტები და ყალბი მზრუნველები არიან. ვინ ზრუნავს ქართველ ხალხზე? ვინც აწვალებდა, კლავდა და არეკეტებდა?," - განაცხადა ოდიშარიამ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.