ბექა ლილუაშვილი – ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც – ეს არის მავნებლობა

ჩვენ ვხედავთ ეკლესიის გამოყენებას ერთი მხრიდანაც, სხვა მხრიდანაც და ყველა მხრიდანაც – ეს არის მავნებლობა, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ დეპუტატმა, ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, ნებისმიერი მხრიდან ქართული ეკლესიის პოლიტიკური მიზნით გამოყენება უკიდურესი მავნებლობაა.
„ქართული ეკლესიის წვლილი ამ ქვეყნის ისტორიაში, იდენტობაში, კულტურაში არის შეუფასებელი. ეს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის, მისი აღმსარებლობის მიუხედავად, ცხადია. თუ ვინმე ან ერთი მხრიდან ან მეორე ან ნებისმიერი მხრიდან ქართულ ეკლესიას პოლიტიკური მიზნით იყენებს, ეს არის უკიდურესად მავნებლობა სახელმწიფო ინტერესების და ქართული საზოგადოების წინააღმდეგ. ნებისმიერი მხარე – არჩევნებისთვის გამოიყენებს ვინმე, იდეოლოგიურად იქნება წინააღმდეგი და ამის აგიტაციას მოახდენს, ან პოლიტიკური დაკვეთით გამოიყენებს თუ რა, მგონია, რომ ყველა მავნებლობით არის დაკავებული,“ – განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

სუს – 4 ოქტომბრის მოვლენების ბრალდებულ ორგანიზატორებსა და ანი ნადარეიშვილის აიპი მისამართებს შორის ფიქსირდება 343 ინტერნეტსესია – ბაჩანა ახალაიამ საერთოდ უარი განაცხადა ყველანაირი ჩვენების მიცემაზე

გიორგი შარაშიძე – არ გამიკვირდება, რომ ბაჩო ახალაიას წარსული გამოცდილებიდან გამომდინარე რადიკალური ქმედებების სურვილი ჰქონოდა, ასევე, არ გამიკვირდება, რომ ამას „ქართული ოცნება“ სათავისოდ იყენებდეს – ალბათ, ხაზები და კავშირები მიდის ლილუაშვილთან