ბექა ლილუაშვილი – უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა

პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთი ლიდერის, ბექა ლილუაშვილის განცხადებით, შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე შესაძლოა ქვეყნის ფინანსური სისტემა ჩამოიშალოს.
მისივე განცხადებით, თუ ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ვეტო დაძლია, ამ კანონით გამოწვეული პრობლემები ყველას შეეხება, მიუხედავად განწყობებისა.
ბექა ლილუაშვილი სოციალურ ქსელში საქართველოში მოქმედი ბანკების აქციების ფასების ვარდნის ამსახველ დიაგრამას აქვეყნებს.
„შესაძლო უბედურება, რომელიც შეიძლება თავს დაატყდეს ქვეყნის ეკონომიკას ამ შიდა პოლიტიკური პრობლემების ფონზე ეს არის მისი ფინანსური სისტემის ჩამოშლა, განსაკუთრებით შესაძლო სანქციების დაწესების ფონზე.
ყველა უნდა გამოვხატოთ პროტესტი რომ ეს ვეტო არ დაიძლიოს, თორემ მერე ყველას შეეხება პრობლემები მისი პოლიტიკური განწყობის მიუხედავად. ორი ბანკის აქციების ფასის ვარდნა 1 დღეში”, – წერს ბექა ლილუაშვილი FACEBOOK-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ადვოკატის განცხადებით, მისთვის უცნობია, რას უკავშირდება ნია იმნაძის 10 თვის შემდეგ დაკავება, მტკიცებულებებში არ ფიქსირდება „მეტადან“ გამოთხოვილი ინფორმაცია და შესაძლოა უწყებებზე საზოგადოებრივ წნეხს ჰქონდეს ადგილი