ბექა ლილუაშვილი – ტყუილებში ჩაკარგულ, „გადამგდებ“ „ოცნებას“ ცეცხლი უკიდია, ხანძარი აქვს და თავისი მოქმედებებით ყველგან ცეცხლს აჩენს

რაც ბოლო დღეებში ჩანს ისაა, რომ ტყუილებში ჩაკარგულ, „გადამგდებ“ „ოცნებას“ ცეცხლი უკიდია, ხანძარი აქვს და თავისი მოქმედებებით ყველგან ცეცხლს აჩენს, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისი თქმით, ის, რაც „აგენტების რუსულ კანონთან დაკავშირებით ხდება, სხვა არაფერია, თუ არა საზოგადოების მიზანმიმართულად დაპირისპირება“.
„ამ ტყუილებში ჩაკარგული პარტიის ე.წ. ლიდერებისგან – კატეგორიულად მიუღებელია, როდესაც ისინი გამოდიან, ვინც „ნაციონალურ მოძრაობას“ არეკლამებდა თავის დროზე, ახლა კი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ ერთად არეკლამებს და საზოგადოებას „ნაცებად“ და „ქოცებად“ ყოფენ ყველაფერში – სპორტში, კულტურაში, განათლებაში.
მიზანმიმართული, პრიმიტიული მავნებლობაა, რომლითაც გამარჯვებულ ხალხს ერთმანეთთან აპირისპირებენ.
ზუგდიდის საკრებულოში ახლა ძალიან მკაფიოდ გამოიკვეთა, როგორ შეიძლება მომავალ პარლამენტში ძალიან კომფორტულად ითანამშრომლონ და კოალიცია შეკრან „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და „ქართულმა ოცნებამ“. ზუსტად ამის გენერალური რეპეტიცია ხდება ზუგდიდის საკრებულოში, როდესაც „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს შორის შეთანხმება მიმდინარეობს საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენების მიმართულებით. ყოველ ჯერზე ცეცხლმოკიდებული, ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება“ ცდილობს საზოგადოების ერთმანეთთან დაპირისპირებას და ამისთვის ხშირად, სამწუხაროდ, ინსტრუმენტად იყენებს სამთავრობო მედიას, რომელსაც დაბლოკილი აქვს ჩვენი ალტერნატიული კანონპროექტების პაკეტის გაშუქება. საზოგადოებას საერთოდ არ ეუბნება, რომ ამ ჩიხური მდგომარეობიდან გამოსავალი არსებობს, თუ ხელისუფლებას გამოსავლის პოვნა სურს. ამიტომ ჩვენი ალტერნატიული პროექტები რუსული კანონის კონტექსტში, საზოგადოების დაყოფის და დაპირისპირების ფონზე წარმართული პროცესიდან გამოსავალია. „ოკუპანტი სახელმწიფოს გავლენების შემცირების შესახებ” კანონპროექტი და ასევე, “გრანტების შესახებ” კანონში ცვლილება არის ის ალტერნატივა, რომელზეც საზოგადოებას უნდა ესაუბროთ მათ შორის მედიის წარმომადგენლებიც”,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ