ბექა ლილუაშვილი – მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა ტყუილებში ჩაკარგული „ოცნება”

მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში, შეგვრჩა “ოცნების” მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე, მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი – ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება”, – ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა განაცხადა.
ლილუაშვილის თქმით, ისინი ვინც დღეს ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ, ქართველი ხალხის “ოცნებას” უპირისპირდებოდა.
მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ „ქართველი ხალხის 2012 წლის „ოცნებას” უღალატა და ჩამოყალიბდა მატყუარა ძალად“.
„30 დეკემბერს ივანიშვილის ტყუილის შემდეგ, ტყუილი ყრილობაზეც გაგრძელდა და საკუთარ ხალხთან ერთად პარტიის წევრები ერთმანეთსაც ატყუებდნენ, თითქოს ღარიბაშვილი თავის ნებით გადადგა, თითქოს ძმურ თანადგომას პირდება კობახიძეს, თითქოს ხელისუფლებაში ყოფნიდან მეთორმეტე წელს გაახსენდათ “ნაციონალური მოძრაობის” საბოლოო დამარცხება იმ ხალხით ვინც ყრილობის პირველ რიგებში ისხდნენ და 2012 წელს ქართველი ხალხის ოცნების წინააღმდეგ იბრძოდა. საბოლოო ჯამში მოქალაქეების მიერ უპრეცედენტო ნდობის გამოცხადებიდან 12 წელში ხელში შეგვრჩა “ოცნების” მატყუარა საპატიო თავმჯდომარე, მატყუარა თავმჯდომარე და მატყუარა პრემიერ- მინისტრობის კანდიდატი. ტყუილებში ჩაკარგული “ოცნება”. 2024 წლის არჩევნებზე ნეონაცური ოცნების და კოლექტიური “ნაციონალური მოძრაობის” მარცხი ჩვენი მოქალაქეების დახმარებით გვაქვს გასაფორმებელი,”- განაცხადა ლილუაშვილმა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ