ბექა ლილუაშვილი – კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას, ასე ვერ დაიცავენ ივანიშვილს – მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს? გახარია ამის საშუალებას არ მისცემს

კობახიძის კრიტიკა არ გაიშვას – ამ კაცმაც [ირაკლი მ] და ბიძინა ივანიშვილმაც კითხვებზე პასუხი კარგად იციან, კობახიძეს ეს უბრალოდ რიტორიკისთვის თუ უნდა, ეს არის მისი ბზუილი გახარიასთან – გამოდიან მინიონები და ს დაცვას ცდილობენ,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ბექა ლილუაშვილმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, რითაც გიორგი გახარიასთან დაკავშირებით „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის დღევანდელი განცხადება შეაფასა.
ლილუაშვილი საკუთარი პარტიის სახელით „ქართულ ოცნებას“ დებატებში იწვევს და ამბობს, რომ საჯაროდ უნდა ისაუბრონ კითხვებზე, რაც მმართველ პარტიას აქვს და მოისმინონ პასუხები.
„ჩამოთვლილი საკითხები, რაზეც კობახიძემ ისაუბრა, უამრავჯერ დასმული კითხვებია და ჩვენ მიერ არაერთხელ, მათ შორის კობახიძის მიერ, არაერთხელ გაცემულია პასუხები. მას თუ არ უნდა, გაიგოს ამ კითხვებზე პასუხი, ეს სხვა საკითხია. თუ კითხვებზე პასუხი უნდა, გამოვიდეს, გახსნან ეთერები, დებატებში დავსხდეთ, ვისაუბროთ. მოდი, ბატონო ირაკლი, დავსხდეთ, ვისაუბროთ, ყველა იმ საკითხზე, რაზეც პოსტში ისაუბრეთ. გვითხარით, რა კითხვები გაქვთ, ჩვენ პასუხებს მოგასმენინებთ. კარგად იცის ამ კაცმაც [მ] და ბიძინა ივანიშვილმაც კითხვებზე პასუხი, ჭარბადაა ინფორმირებული თითოეულ საკითხზე. სხვა შემთხვევაში, ეს თუ კობახიძეს უბრალოდ რიტორიკისთვის უნდა, ეს არის მისი ბზუილი გახარიასთან.
ივანიშვილი გამოვიდა კულისებიდან პოლიტიკაში, რაღაცები ისაუბრა და ისევ დაიმალა. გამოვიდა, რაღაცები ისაუბრა, მათ შორის გახარიასთან მიმართებით და მერე უცებ მიიმალა. ახლა გამოდიან მინიონები და ივანიშვილის დაცვას ცდილობენ. ჯერ ამათი დასაცავი რომ გახდა, ეს მისთვის ალბათ, მძიმე მოცემულობაა. მათ [მინიონებს] აქვთ ქცევითი ქმედებები, რომ ყველა ერთ ხმაში საუბრობს და იმავეს ვხედავთ „ოცნების“ წარმომადგენლებისგან. მეგობრებო, თუ ვინმეს რამე კითხვა გაქვთ, აგერ ვართ. მესმის, რომ კარგად გამოცდილი პიარტექნოლოგი ჰყავთ და ურჩევენ ამ საკითხებს, მაგრამ ასე ვერ დაიცავთ ივანიშვილს. მისი გადასაწყვეტი იყო კულისებიდან გამოსვლა და ახლა ვინღა შეაბრუნებს, ვინ მისცემს მათ ამის საშუალებას? გახარია მაგის საშუალებას არ მისცემს“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, „საუბარია არა მხოლოდ დებატებზე, არამედ ყველანაირ პლატფორმაზე, სატელევიზიო ეთერზე, სასამართლოზეც კი და ყველაფერზე, სადაც შეიძლება უაპელაციოდ სიცრუით დაფიქსირებული პოზიცია, დაადასტუროს [ირაკლი კობახიძემ]“.
„თუ ვინმეს რამე აქვს ამ პოზიციის დასადასტურებელი, ნებისმიერ საჯარო სივრცეში დაჯდეს ბატონი ივანიშვილი გახარიას პირდაპირ და ამაზე ისაუბროს, მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?! საქმეს მიხედეთ, მეგობრებო. ასე ივანიშვილს ვერ დაიცავთ“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
მისივე თქმით, კობახიძის რიტორიკა „ნაციონალური მოძრაობისას“ ემთხვევა.
„რომ არ ვიცოდე, რომ ეს პოსტი კობახიძისაა, მეგონებოდა, რომ „ქართული ოცნების“ „თავმჯდომარეობა ახეული“ ადამიანის პოსტი კი არაა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის. ერთი-ერთში იგივე ფორმულირებით საუბრობს კობახიძე თავის პოსტში. ადამიანი, რომელიც, გახსოვთ, 20 ივნისის დროს როგორ იმალებოდა ბაქოში. თუ მათ კითხვები აქვთ, ჩვენ მათზე პასუხები გაგვივრცელებია, თუ კითხვები დარჩათ, მათსავე პლატფორმაზე, მოდით, მეგობრებო – ამ საკითხებთან მიმართებით გახსენით „იმედის“ ან სხვა რომელიმე ტელევიზიის ეთერი, დავსხდეთ ვიდებატოთ. თქვით, თქვენი არგუმენტები, რა პოზიცია გქონდათ 20 ივნისის მოვლენების დროს ბაქოდან, თუნდაც ბასიანთან დაკავშირებით. ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელიც აქ ჩამოარაკრაკეთ, არავის დაავიწყდეს, ვინ რა პოზიციაზე იდგა თავის დროზე“,- განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში გამოეხმაურა პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შეთავაზებას „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან დებატების გამართვასთან დაკავშირებით. მისი თქმით, „აქსიომური ჭეშმარიტებაა, რომ გახარია მოღალატეა“.
„არ გვაქვს კითხვები, რატომ მოქმედებდა 20 ივნისს ლომჯარიას კარნახით – დებატებზე ნუ გაიქაჩება და „ეტიკტოკოს“ ბუჩუკურს და ლილუაშვილს, რომლებიც პარლამენტარობანას თამაშის ბოლო თვეებს ითვლიან“, – განაცხადა კობახიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

პეტერ ფიშერი – თუ კანონი ამჟამინდელი ფორმით იქნება მიღებული, გერმანია მხარს არ დაუჭერს საქართველოსთვის გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნას – სტანდარტი უნდა დააკმაყოფილოთ, თუ არადა ევროკავშირთან დაახლოებას ვერ შეძლებთ