ბექა : შარშანწინ ამ დროს საბედისწერო შეცდომა დავუშვით

“შარშანწინ ამ დროს საბედისწერო შეცდომა დავუშვით”, – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა და 2023 წლის სტატუსს აზიარებს, რომელსაც News.ge უცვლელად გთავაზობთ:

გრიგორი კარასინმა, მარია ზახაროვამ, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმებმა ქოცების მხარდამჭერი განცხადებები გააკეთეს. კარასინმა და ზახაროვამ ევროპას მოუწოდეს, დაანებეთ საქართველოს ხელისუფლებას თავი, ნუ ერევით საქართველოს შიდა საქმეებშიო.
ეს იყო და ქოცებმა წამოიწყეს ლოზუნგი – “ღირსებით ევროპისკენ!”
დებილები რომ ვგონივართ ეგ ათმაგად მაბრაზებს.
სხვათაშორის, 1920 წლის მაისში მოუწოდებდნენ ბრიტანეთს, რომ ნუ ერევით საქართველოს შიდა საქმეში, გაიყვანეთ ბათუმიდან თქვენი ჯარები, ეცით საქართველოს სუვერენიტეტს პატივიო.
მერე დავრჩით მარტო და ვიცით რაც მოუვიდა სუვერენიტეტს.
როგორც კი საზოგადოება წნევას გამოუშვებს, როგორც კი პროტესტი შენელდება, მაშინვე ბოლომდე მიიყვანენ თავიანთ დავალებას. ამიტომ, არავითარი ვენეციის კომისია და არავითარი სამი თვე. ახლავე უნდა გადაწყდეს ამათი ამბავი.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან წულაძე: ყველას, ვისაც გულის მაგივრად ჩვარი არ გიდევთ მკერდში, დაეხმარეთ შესანიშნავ ონლაინ მედიას, მე გაზეთს ვუძახი მაინც, ონლაინ გაზეთს – „ბათუმელები“, რომელსაც არ აქვს ფული, ანუ პატიოსანი ხალხია

იაგო კაჭკაჭიშვილი – არ გამოვრიცხავ, თავად ივანიშვილის ხედვა იყოს, რომ მისი ფიგურა, პოლიტიკური ბიოგრაფიით გამსახურდიასა და კოსტავას თანაზომიერია, თუმცა ზვიადი და მერაბი რომ ეროვნულ მოძრაობას ედგნენ სათავეში, მაშინ ის რუსეთში აკეთებდა ბიზნესს