ბექა კობახიძე: რა ქნეს ქოცებმა? დაბლოკეს, მხოლოდ იმიტომ რომ პოლოლიკაშვილი რუსეთის წევრობას ბლოკავდა ამ ორგანიზაციაში. ვინ არის უსამშობლო?

“ქართველი კაცი, ზურაბ პოლოლიკაშვილი იყო მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ეს არის გაეროს ორგანიზაცია. არასდროს გაეროს სტრუქტურაში ქართველ ადამიანს ამხელა თანამდებობა არ სჭერია. არაფერი საქართველოსგან ამ კაცს არ უნდოდა, გარდა ერთისა – როდესაც საერთაშორისო ორგანიზაციაში თანამდებობას იკავებ, შენმა ქვეყანამ არ უნდა დაგბლოკოს. ხელშეწყობაც არაა საჭირო, უბრალოდ არ უნდა დაგბლოკოს.
რა ქნეს ქოცებმა? დაბლოკეს, მხოლოდ იმიტომ რომ პოლოლიკაშვილი რუსეთის წევრობას ბლოკავდა ამ ორგანიზაციაში.
პოლოლიკაშვილი დაბლოკეს და მხარი დაუჭირეს არაბთა გაერთიანებული ემირატების წარმომადგენელს.
ვინ არის უსამშობლო? ვის ეზიზღება ყველაფერი ქართული?” – წერს სოციალურ ქსელში ისტორიკოსი, პროფესორი ბექა კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

შიო III – შესრულდა 33 წელი აფხაზეთის ომიდან – მახსენდება ილია II-ის სიტყვები, რომ იმ ომში არავინ არის გამარჯვებული – ერი კვლავ უნდა გაერთიანდეს და გადარჩეს ქართველობაც და აფხაზობაც, ჩვენი გზა არის სიყვარული, ურთიერთშენდობა და ურთიერთპატიება