არქივი31 იანვარი, 2024, 10:26
ბექა ვარდოსანიძის მამა: ჩემი შვილი უდანაშაულოა, მისი გაჩუმება უნდათ
ჩემი შვილი არაფერში არ არის დამნაშავე, ამაში დარწმუნებული ვარ [...] არაფერი ჩაუდენია. უნდათ, რომ ბექა გააჩუმონ. ის პატიოსანი, პატრიოტი ბიჭია. დანარჩენს გამოძიება გვაჩვენებს, რა იქნება [...] ეს საქმე ვიღაცამ შეუთხზა, შეუკერა.
უთხრა ბექა ვარდოსანიძის მამამ ჟურნალისტებს.
კონტრტერორისტულმა ცენტრმა პუტინისტური, ძალადობრივი ალტ-ინფოს წევრის, ბექა ვარდოსანიძის საცხოვრებელ ბინასა და ავტოფარეხში სპეცოპერაცია ჩაატარა და ვარდოსანიძე გამოსაკითხად სუს-ში გადაიყვანა. სპეცოპერაცია ტერორიზმის შესახებ ცრუ შეტყობინების ფაქტზე სსკ-ის 331-ე მუხლით გამოძიების ფარგლებში ჩატარდა.
არქივის შესახებპირველწყარო: tabula.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 31 იანვარი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.