ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა დავითულიანი - სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით

ბექა დავითულიანი - სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით

კი, სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა ჟურნალისტებთან საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და ვინც ქვეყნის გადარჩენაში და ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს უშლის, მათთვის „ქართული ოცნება“ სწორედ „კოშმარი“ იქნება.
„კითხვის ნიშნის ქვეშ არაფერი არ დგას. ჩვენი საგარეო ვექტორი უცვლელია. საქართველოს დღეს გადარჩენა სჭირდება და დიახ, ყველასთვის კოშმარი ვიქნებით, ვინც ქვეყნის გადარჩენაში და ამ რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში ხელს გვიშლის. კი, სალომე ზურაბიშვილისთვის დღეს, როდესაც ცდილობს შეუთამაშდეს ისეთ ძალებს, რომლებიც ამ ქვეყანას დაღუპვას უქადიან, კოშმარი ნამდვილად ვიქნებით. ამ კოშმარს ნამდვილად ავუხდენთ და ჩვენ გავხდებით ის ძალა, რომელიც ამ არჩევნებზე გავიმარჯვებთ, გადავარჩენთ ამ ქვეყანას, დავძლევთ იმ გამოწვევებს, რაც გააჩნია, გავიყვანთ სამშვიდობოზე და მივალთ ევროკავშირის კარამდე”, - განაცხადა ბექა დავითულიანმა.
ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით „ქართულმა ოცნებამ" შეწყვიტა ოცნებად ყოფნა, ის კოშმარად იქცა”.
ზურაბიშვილის თქმით, ტრაგედიაა, როდესაც კონკრეტული პირები მთავარ პარტნიორებს წლების განმავლობაში ომის პარტიას უწოდებენ და არაფერს ამბობენ მეზობელ ქვეყანაზე, რომელსაც ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებული აქვს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 სექტემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.