ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა დავითულიანი - როცა საქმე იყო გასაკეთებელი, პროცესს აზიანებდნენ, როცა რეალური გახდა სტატუსის მიღება, მიდის შედეგის მიწერისთვის პარაზიტირება, თუმცა არაა პრობლემა, მთავარია ფეხის წამოდებებს არ ვიყოთ

როცა საქმე იყო გასაკეთებელი, პროცესს აზიანებდნენ, ახლა მიდის შედეგის მიწერისთვის პარაზიტირება, თუმცა არაა პრობლემა, მთავარია ფეხის წამოდებებს არ ვიყოთ, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი ჟურნალისტებთან „ჩვენი ხმა ევროპას" ფარგლებში ხელმოწერების შეგროვებას, რომელსაც 13 დეკემბერს სალომე ზურაბიშვილის დიპლომატიურ კორპუსს გადასცემს.
დავითულიანი აცხადებს, რომ ახლა სტატუსის მიღება რეალურია და კამპანიური ხასიათის მოქმედებები რიგი პოლიტიკური პლატფორმების მხრიდან „შედეგის მიწერას“ ემსახურება.
„მთელი ეს კამპანიური ხასიათის მოქმედებები, რიგი პოლიტიკური პლატფორმების, მათ შორის სალომე ზურაბიშვილის მხრიდან, რას ემსახურება? როცა საქმე იყო გასაკეთებელი, იქ, სხვადასხვა რიტორიკის უკან ამ პროცესის დაზიანება მიდიოდა და ახლა, როცა რეალური გახდა სტატუსის მიღება, არ ფერხდება ევროინტეგრაცია და ნახეს, რომ ვერ შეაფერხეს, ვისაც ამის სურვილი ჰქონდა, ახლა მიდის პარაზიტირება შედეგის მიწერისთვის, მგონი ამ ნაწილიდან არის (ხელმოწერების კამპანია), თუმცა არ არის პრობლემა, მთავარია, დეკლარირებულად მხარი დაუჭირონ და ფეხის წამოდებებს არ ვიყოთ,"- განაცხადა დავითულიანმა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.