ბექა დავითულიანი – მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ

უმრავლესობამ შეიმუშავა საკანონმდებლო ცვლილებები, მათ შორის, ისეთი პუნქტების გათვალისწინებით, რომელსაც სჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, შესაბამისად, ოპოზიციას მოუწევს დააფიქსიროს თავისი მოსაზრება და ჩაერთოს ამ პროცესში, ან პირდაპირ თქვას, რომ არ ემხრობა ამას, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა, ბექა დავითულიანმა “ქართული ოცნების” ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა, რომელიც “ოჯახურ ღირებულებათა შესახებ” საკონსტიტუციო ცვლილებებს აინიცირებს.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი საკონსტიტუციო ცვლილებებს ოპოზიციის მხარდაჭერის გარეშე ვერ განახორციელებს, ამიტომ მათ საკუთარი მოსაზრების დაფიქსირება მოუწევთ.
როგორც დავითულიანმა განმარტა, აღნიშნული კანონპროექტი მიმართულია ერთი მხრივ, მომავალი თაობების პროპაგანდისგან დაცვისკენ, მეორე მხრივ ეს ცვლილებები ადამიანის უფლებების დაცვის გარანტიით უნდა განხორციელდეს.
“ვხედავთ, რომ რიგ ქვეყნებში ხდება ხელოვნური პედალირება ამ საკითხებზე, ეს პროპაგანდა სკოლებში შედის და რთულდება მდგომარეობა, რაც ხლეჩს საზოგადოებას. ჩვენი ამოცანაა, რომ ადამიანები, ვისაც განსხვავებული სექსუალური იდენტობა აქვს, იყვნენ აბსოლუტურად დაცულები და თავისუფლები ამ ქვეყანაში, მაგრამ მეორე მხრივ, არ ხდებოდეს შეჭრა სკოლებში ისეთი უხეში ფორმებით, როგორითაც ხდება ზოგიერთ ქვეყანაში. ამიტომ ჩვენ დავაინიცირეთ იმ ტიპის ცვლილებები, რომელშიც ოპოზიციას მოუწევს მონაწილეობა, იმიტომ, რომ მხოლოდ უმრავლესობის ხმები არ ეყოფა. საკონსტიტუციო ცვლილებს ჩვენ ვერ განვახორციელებთ მათ გარეშე,” – განაცხადა დავითულიანმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ