ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბექა დავითულიანი მამუკა ხაზარაძეს - თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა

ბატონო მამუკა, თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა - ასე ეხმიანება ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე ბექა დავითულიანი „ლელო“-ს ლიდერის მამუკა ხაზარაძის განცხადებას იმის შესახებ, რომ ცეცხლოვანი „მუსტანგი“, რომელსაც მალე შეაკეთებს, ცეცხლითა და მახვილით აღკვეთს კორუფციას.
ბექა დავითულიანის თქმით, მამუკა ხაზარაძე აჭრილია თავის წარმოდგენებში.
„მამუკა ხაზარაძე საერთოდ აჭრილია თავის წარმოდგენებში. ბატონო მამუკა, თქვენი „მუსტანგი“ ცეცხლოვანი კი არ არის, უბრალოდ დამწვარი ძველი მანქანაა“, - აცხადებს ბექა დავითულიანი.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 22 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.