ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა

ყოფილი პარლამენტარი, ბექა დავითულიანი კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილედ დაინიშნა.
შესაბამისი ბრძანება პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ 2 დეკემბერს გამოსცა.
დავითულიანი მე-10 მოწვევის პარლამენტში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი იყო.
კულტურისა და სპორტის ახლად დანიშნულ მინისტრს კიდევ ორი მოადგილე ჰყავს. მინისტრის პირველი მოადგილის პოსტს შალვა გოგოლაძე
იკავებს, რომელიც ამ თანამდებობაზე ცოტა ხნის წინ დაინიშნა. მთავრობის ახალი კაბინეტის პირობებში პოსტი შეინარჩუნა ძველმა მოადგილემ, მაკა გურგენიძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სალომე სამადაშვილი – თუ შალვა პაპუაშვილის ბრიუსელში ვიზიტი ჩაივლის ისე, რომ არ ექნება არცერთი შეხვედრა ევროკავშირის ინსტიტუტებში, ნათელი გახდება თუ რაოდენ იზოლაციაშია დღეს მოქცეული ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკის შედეგად ჩვენი ქვეყანა