ბექა ბასილაია – საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა – არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა

დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა გაასამართლა – არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ მოსამართლე სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა, – ამის შესახებ 4 ოქტომბრის მოვლენებზე დაკავებული მურთაზ ზოდელავასა და პაატა მანჯგალაძის ადვოკატმა, ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, თუ ვინმე ამ ქვეყანაში ჯგუფურ ძალადობას ახორციელებს, ეს არის „ქართული ოცნება“ და მის მიერ ორგანიზებული დაჯგუფებები.
„ბუნებრივია, ჩვენ ზუსტად ვიცოდით, რომ ეს გადაწყვეტილება იქნებოდა. არანაირი ილუზია არ არსებობდა, რომ სხვაგვარ გადაწყვეტილებას მიიღებდა ქალბატონი ლელა მარიდაშვილი, მით უმეტეს, აღმოჩნდა, რომ თავად ქალბატონი ლელა სულ ორიოდე წლის წინ „ქართულ ოცნებას“ წარმოადგენდა ერთ-ერთი მუნიციპალიტეტის საკრებულოში. ანუ დღეს გვქონდა ვითარება, რომ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირები, საქართველოს პატრიოტები გაასამართლა „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა,“ – განაცხადა ბასილაიამ.
ცნობისთვის, მოძრაობა “რუსთაველის გამზირის“ ლიდერებს – პაატა ბურჭულაძეს, ყოფილ მთავარ პროკურორს, მურთაზ ზოდელავას, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს, ირაკლი ნადირაძეს, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთ ლიდერს, პაატა მანჯგალაძესა და პოლკოვნიკ ლაშა ბერიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ასევე დაგაინტერესებთ

„გახარია საქართველოსთვის“ – დღეს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 67-ე რაუნდი იწყება – მოვითხოვთ საქართველოს ხელისუფლებისგან, შეხვედრის მსვლელობისას მწვავედ დააყენოს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმდინარე ანექსიის საკითხი

ზურაბ ჯაფარიძე ე.წ. საბოტაჟის საქმეზე – საქმეში ჩადებულია, 12 პოლიციელის ჩვენება – საუბარია 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერზე და ამ ადამიანებს ჩვენებები მიცემული აქვთ 2025 წლის მაისში, ჰყვებიან, რომ ნახეს წარმოუდგენელი დანაშაული და სამსახურში არ თქვეს, რომ მსგავსი რამ ნახეს

შალვა პაპუაშვილი – უფრო სტაბილური სამეზობლო PABSEC-ში წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის ინტერესშია – იმედისმომცემია, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის სამშვიდობო პროცესი, ასევე, თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზაციისკენ ძალისხმევა