ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე

აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე საშეჯიბრო დღეს ლაშა ბექაური (90 კგ) და ირაკლი დემეტრაშვილი (+100 კგ) წარდგნენ. ორივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.
დემეტრაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს. ირაკლი ფინალის საგზურისთვის დაპირისპირებაში მონღოლ გონჩიგსურენ ბახტუიაგთან დამარცხდა და მესამე ადგილისთვის აზერბაიჯანელ ჯამალ გამზათხანოვს შეხვდება, იქამდე დემეტრაშვილმა გერმანელი ლოსენი კონე დაამარცხა, მეოთხედფინალში კი აზერბაიჯანის სახელით მოასპარეზე უშანგი კოკაურს სძლია.
ფინალური ბლოკი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.
ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 ნოემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.